ფეხბურთი

13:25 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ალეგრის უშვებს

გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს, იტალიური “მილანს” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დატოვებს Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს უკვე შეუძლია ახალ კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება.

კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი, მარკ ვან ბომელი, ალესანდრო კოსტაკურტა – ეს იმ პერსონათა ჩამონათვალია, რომელთაც, შესაძლოა, “როსონერი” ჩაიბარონ. არაა გამორიცხული, მილანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მესაჭე ლუჩიანო სპალეტი მიიწვიონ.

რაც შეეხება ალეგრის, იტალიელი ყველაზე ახლოს “რომასთანაა”. “ჯალოროსი” იტალიელს 3-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 2.5 მილიონ ევროს ჰპირდება.

 

0.11883