თბილისის “დინამოს” მეკარე ომარ მიგინეიშვილი ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესატაშემ გიგა გვენცაძემ აცნობა.
მიგინეიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებულ მე-4 ტურში, “დინამო” – “ქობულეთის” მატჩის (6:0) მეორე ტაიმში დაშავდა. ის მეტოქის ფეხბურთელს შეეჯახა და სტადიონიდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს.
მას შუბლზე ნაკერები დაადეს და ეჭვობდნენ, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს პროგნოზი არ გამართლდა.