ფეხბურთი

17:37 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიჩუ ნეაპოლელი გახდება

ბრიტანული მედიის ცნობით, "სუონსის" ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მიჩუ კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. კლუბის ოფიციალურ საიტს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ესპანელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა დარჩა.

28 წლის ფეხბურთელს უელსელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და იტალიელებს ესპანელის სანაცვლოდ ფულის გადახდა მოუწევს. 2012 წელს "სუონსიმ" "რაიოს" მიჩუს სანაცვლოდ 2.6 მილიონი ევრო გადაუხადა.

ინგლისში პირველივე სეზონი ესპანელმა შემტევმა ნაყოფიერად ჩაატარა _ 43 მატჩი, 22 გოლი, 5 საგოლე გადაცემა. გასულ სეზონში კი მხოლოდ 24 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 6 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

 

გიორგი ბალახაძე

თეგებიმიჩუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113357