მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიჩელმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი” ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის “პირადი ჯილდოა” და სამართლიანობა არ ზეიმობს.
“ეს ნომინაცია უბრალოდ ტყუილია. ასე ვფიქრობდი, როცა პატარა ვიყავი და ასე ვფიქრობ ახლაც. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა 2010 წელს “ოქროს ბურთი” ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ მიიღო. საქმე ისაა, რომ ესპანური მასმედია თანამემამულე ფეხბურთელებს კამპანიას არ უწევს. აი, მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში კი სხვაგვარადაა. მოკლედ, “ოქროს ბურთს” პირადად ბლატერს მივცემდი” – თქვა მიჩელმა, რომელიც წლეულს ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მწვრთნელი გახდა.