ჩოგბურთი

17:41 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი შიმკენტის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.

მეტრეველმა მე-3 ნომრად განთესილი ივან ნედელკო 4:6, 6:3, 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ რუს ანდრეი პლოტნის ეთამაშება.

მერვედფინალშივე პირველ ნომრად განთესილ მიხაილ ბირიუკოვს (რუსეთი) დიდი წინააღმდეგობა გაუწია გიორგი ცივაძემ, თუმცა, საბოლოოდ, 3:6, 6:4, 4:6 წააგო.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ მე-4 განთესვის მქონე რუსებთან (კალაბინა-კაციტაძე) 6:4, 5:7, 6:10 წააგეს.

 

 

 

0.119587