ფეხბურთი

12:10 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” თურქმენეთის ნაკრებთან წააგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის “მეტალურგმა” მეორე ამხანაგური მატჩი თურქმენეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.

“მეტალურგის” პრესსამსახურის ინფორმაციით მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: სეფიაშვილი, სეთურიძე, ვ. კილასონია, საჯაია, მახვილაძე, დობროვოლსკი, კაკაშვილი, ქავთარაძე,  მიქაბერიძე, ჩირგაძე, ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმი: ბედიაშვილი, ექვთიმიშვილი, კაკულია, ცნობილაძე, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, გ. კილასონია, ლომაია, სეთურიძე, ტვილდიანი, ოქროპირიძე.

რუსთაველებმა ორივე გოლი მატჩის ბოლო სამ წუთში გაუშვეს. მორიგ საკონტროლო თამაშს “მეტალურგი” 9 თებერვალს რუმინეთის “ტირგუ მურეშთან” ჩაატარებს.

0.104966