რუსთავის “მეტალურგი” საქართველოში საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს.
“მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია:
მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, მიხეილ ალავიძე. მინდვრის მოთამაშეები: მიხეილ მახვილაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, ლუკა რაზმაძე, დავით საჯაია, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი განუგრავა, რევაზ გეწაძე, ირაკლი სიხარულიძე, რომან ახალკაცი, გოგი ფიფია, გიორგი ოთარაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლევან კორღალიძე, ალექსანდრე ინწკირველი, ანზორ სუხიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ზვიად ლობჟანიძე, ივანე ხაბელაშვილი.
რუსთაველებს პირველი ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის “პოჰანგთან” უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სპარინგი არ შედგა. მომდევნო თამაშს “მეტალურგი” 6 თებერვალს პოლონურ ზაბჟეს “გურნიკთან” ჩაატარებს.