ფეხბურთი

17:24 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” შაბათს დაიწყებს, ფიფია და ბერიაშვილიც წავიდნენ

 

რუსთავის “მეტალურგში კარიერას აღარ გააგრძელებენ ფორვარდები გოგი ფიფია და გიორგი ბერიაშვილი.

როგორც რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, მათ ჯერ კლუბიდან გათავისუფლების ფურცელი არ აუღიათ, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ წავლენ.

“მეტალურგი” პარასკევს სტადიონ “ფოლადზე” შეიკრიბა და შაბათიდან ვარჯიშს შეუდგება. 3-4 დღის მერე, გუნდი ორჯერად წვრთნაზე გადავა.

“მეტალურგში” რჩებიან მეკარეები გრიგოლ ბედიაშვილი და კოკა სეფიაშვილი, ასევე მცველი მიხეილ მახვილაძე. გურამ გურეშიძე და ლუკა რაზმაძე წასვლის ან დარჩენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. ჯერჯერობით ასევე გაურკვევლია გიორგი ვასაძის საკითხი.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ასეთი მხოლოდ ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი ნახევარმცველი ვარლამ კილასონიაა. “მეტალურგის” თავკაცის თქმით, გუნდის დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელს პირველ გუნდში დააწინაურებს და თავის გამოჩენის შანსს მისცემს. კილასონია, აქამდე სწორედ დუბლებს წვრთნიდა და იქ მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად იცის.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

0.141424