მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს. კატალონიური პრესის ცნობით, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, არგენტინელმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
მესიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, პსჟ-სთან გამართულ პირველ მატჩში მიიღო. ამის გამო, არგენტინელმა პრიმერას ბოლო 2 ტური გააცდინა, ხოლო ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით თამაშში ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი “ბაიერნთან” დიდი ალბათობით ითამაშებდა, ახლა კი, ეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე კუნთის დაზიანებასთან გვაქვს, დიდი ალბათობით, მესი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, “ლევანტეს” წინააღმდეგ არ ითამაშებს.