ფეხბურთი

15:18 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი უქმობს, ბუსკეტსი სანახევროდ დაიტვირთა

კვლავ საკადრო პრობლემები აქვს კატალონიის “ბარსელონას”. “ბლაუგრანას” ოფიციალური “ტვიტერის” ინფორმაციით, თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა, ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კი, საწვრთნელი პროცესი თანაგუნდელებზე გაცილებით ადრე დაასრულა.

საქმე ისაა, რომ მესის ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. არგენტინელს მარჯვენა ფეხის ტკივილი კვლავ აწუხებს. რაც შეეხება ბუსკეტსს, მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთაა და, სავარაუდოდ, თავის გუნდს უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად ივარჯიშეს ესპანელმა ვიქტორ ვალდესმა და არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ.

 

0.200416