ფეხბურთი

22:14 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “რონალდუსთან სასაუბრო არაფერი მაქვს”

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუსთან მის ურთიერთობაზე, პეპ გვარდიოლასა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომის სიძულვილზე საუბრობს.

“რონალდუსთვის მაისური არასდროს გამიცვლია. თანაგუნდელბი არ ვართ, ასე რომ, მასთან სასაუბრო არაფერი მაქვს.”

“გვარდიოლასთან მას შემდეგ არ მისაუბრია, რაც მან “ბარსელონა” დატოვა. ჩაიბარებს თუ არა ის არგენტინის ნაკრებს? არამგონია. ჩვენი ფედერაცია ამ პოზიციაზე უცხოელ სპეციალისტს არ მიიწვევს.”

“თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურება არ მიყვარს. მითუმეტეს, თუ გუნდი აგებს. მოედნის დატოვება მაშინაც კი არ მიყვარს, როდესაც ვიგებთ. ვერ ვიტან, როდესაც სათადარიგოთა შორის ვარ.” – ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს Sport-ი.

0.107558