კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის კუთვნილი “ოქროს ბუცი” ოთხშაბათს გადაეცემა. ამის შესახებ Marca იუწყება.
26 წლის არგენტინელს ჯილდო ევროპული ჩემპიონატების 2012-2013 წლების სეზონის ბომბარდირობისთვის გადაეცემა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, კატალონიელთა ვარსკვლავმა 46 გოლით გამოიჩინა თავი.
აღსანიშნავია, რომ მესი “ოქროს ბუცს” მესამედ მიიღებს. არგენტინელს ეს პრიზი 2009/10 და 2011/12 წლების სეზონებში აქვს მოგებული.