მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი “ბარსელონას” ახალწვეულზე, ნეიმარზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ბრაზილიელ ვარსკვლავთან არანაირი პრობლემა არ აქვს.
“ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ მექნება ნეიმართან. არა, არანაირი პრობლემა არ იქნება.
მე და ნეიმარი ერთმანეთს კარგად ვუგებთ. დიდი ხანი არაა, რაც ერთად ვთამაშობთ, მაგრამ ურთიერთგაგება ნელ-ნელა მატულობს.” – აცხადებს მესი, რომელიც კომენტარს ხერარდო მარტინოზეც აკეთებს – “ყველა მწვრთნელს ინდივიდუალური მიდგომები აქვს, მაგრამ ხერარდო მარტინოს მოსვლის შემდეგ, ბევრი რამ არ შეიცვლება. ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს. ეს ისაა, რაც გასულ წელს ვერ მოვახერხეთ.”