ფეხბურთი

12:09 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი ნეიმარის ხელფასით დაინტერესდა

“ბარსელონას” შემტევ ლიონელ მესის მამა და აგენტები კატალონიური კლუბის ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის გასამრჯელოთი დაინტერესდნენ. ესპანური პრესის ცნობით, ეს ინტერესი მათი შემდგომი სამოქმედო სტრატეგიის ნაწილია.

მესის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სასაუბროდ შეხვედრას გეგმავენ და დიდი ალბათობით, ხელფასის საგრძნობლად გაზრდას მოითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.342084