ფეხბურთი

10:36 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ლევანტესთან” საეჭვოა

შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს. კატალონიელთა ოფიციალური საიტის ცნობით, ამის მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომელიც არგენტინელმა ეროვნული ნაკრების ბანაკში ყოფნისას მიიღო.

ფორმის აღსადგენად, მესი ფიზმომზადების მწვრთნელებთან ინდივიდუალურად ვარჯიშობს. “ბარსას” სამწვრთნელო შტაბმა უკვე განაცხადა, რომ გარისკვას არ აპირებს და თუკი არგენტინელი 100%-ით მზად არ იქნება, კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ცნობისათვის, კვირას, “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონს “ლევანტესთან” მატჩით გახსნის.

 

0.118656