კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში (2:1) ტრავმა მიიღო, რის გამოც 77-ე წუთზე მინდვრის დატოვება მოუწია. რადგანაც კატალონელებს შეცვლათა ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ, "ბარსა" უმცირესობაში დარჩა. Goal-ის ცნობით, არგენტინელი მუხლქვეშა მყესებმა შეაწუხა.
“მესიმ დისკომფორტი იგრძნო. უახლოეს პერიოდში, ლეოს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების თარიღიც ცნობილი გახდება. მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ვატარებთ. “ბარსელონა” ესპანეთში საუკეთესო კლუბია. მინდოდა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოვსულიყავით. რაც არ უნდა იყოს, 1/2-ფინალში გასვლა ზედიზედ მეექვსედ მოვახერხეთ. კარგია, რომ “რეალს” პრიმერას ჩემპიონობა არ დავუთმეთ. ახლა, 100 ქულის მოგროვება გვმართებს”, - განაცხადა ვილანოვამ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მესი თვეს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდება.