ფეხბურთი

15:16 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი ეკვადორთან საეჭვოა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ კოლუმბიასთან მატჩში მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს. გარისკვა არც “ალბისელესტეს” სამწვრთნელო შტაბს სურს და დიდი ალბათობით, 25 წლის შემტევს ეკვადორთან მატჩში დასვენების საშუალებას მისცემს.

“ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თამაშის დროს, არ ვიცი როგორი იქნება ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა. გარისკვა არ მინდა”, - ციტირებს კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის თავდამსხმელის სიტყვებს Goal-ი.

ცნობისათვის, ეკვადორისა და არგენტინის დაპირისპირება ოთხშაბათს, გამთენიისას ჩატარდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114866