ფეხბურთი

10:15 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ელ ჰადადი დაშავდნენ

 

 კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელებმა ლიონელ მესიმ და მუნირ ელ ჰადადიმ “ვილიარეალთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში დაზიანებები მიიღეს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ორივე მათგანს სრულფასოვანი გამოკვლევა სამშაბათს ჩაუტარდება, რის შემდეგაც მათი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები გახდება ცნობილი.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ 27 წლის არგენტინელს საზარდულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ხოლო 19 წლის ესპანელმა მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ორ მატჩში მესიმ ორი გოლი გაიტანა, ხოლო ელ ჰადადიმ თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

0.116287