ჩოგბურთი

19:36 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესამე წრეში ორწლიანი პაუზის შემდეგ

 

მსოფლიოს რეიტინგსიის პირველმა ნომერმა და უიმბლდონზე მეორე ნომრად განთესილმა რაფა ნადალმა მეორე წრეში ჩეხ ლუკაშ როსოლს ოთხსეტიანი მატჩი 4:6, 7:6, 6:4, 6:4 მოუგო და მესამე წრეში გავიდა. უიმბლდონის ამ სტადიაზე  მალიორკელს ყაზახეთის სახელით მოთამაშე მიხაილ კუკუშკინი შეხვდება. შეგახსენებთ, შარშანწინ სწორედ როსოლმა მოუგო ნადალს უიმბლდონის მეორე წრეში.

დღევანდელ მატჩში დასავლეთსლავმა პირველი სეტი მოიგო, მეორე პარტიასაც 4:2 იგებდა, მაგრამ ნადალმა ტაიბრეიკით მაინც იმარჯვა, შემდეგ მიჯრით 2 სეტი მოიგო და მესამე სტადიაზე გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. რაფას აქტივში 3 ბრეიკი და 11 ეისია, ამ მეტოქეების ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 2:1 გახდა პირენელის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, შარშანწინ და შარშან რაფამ უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა ვერ მოახერხა.

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი 25 მილიონი გირვანქაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112231