რეიტინგსიის მეორე ნომერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგ ჟერემი შარდის 6:1, 6:4, 6:2 მოუგო და საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა. სერბი ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩია.
ნოვაკისა და ჟერემის დღევანდელი მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. 27 წლის ჯოკოვიჩმა 7 ბრეიკი, ერთი ეისი შეასრულა და კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მყოფ შარდისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 9:0 გახადა.
მესამე წრეშია 32 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა არგენტინელ დიეგო სებასტიან შვარცმანს საათსა და 40 წუთში 6:3, 6:4, 6:4 მოუგო.