73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მერვედფინალით დასრულდა. ნუგზარ ტატალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე მხოლოდ ორ-ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს.
ტატალაშვილი თურქმენეთის ნაკრების წევრ სამველ აირაპეტიანისა და სომეხი არმენ ნაზარიანის ძლევის შემდეგ, ჩრდილოკორეელ კუკ ჰიონ ჰონგთან დამარცხდა. შავდათუაშვილისთვის კი დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვი აღმოჩნდა. ამ ორთაბრძოლის ძირითადი დრო ფრედ (ვაზარი-ვაზარზე) დასრულდა. ოქროს დროში კი ორუჟოვმა პირველსავე წუთზე კიდევ ერთი ვაზარი შეასრულა.
მერვედფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა განელი ემანუელ ნარტეი და მოზამბიკელი ედსონ მადეირა უილეთოდ, გაფრთხილებებით ჩამოიშორა.