ლონდონის “არსენალის” მცველმა პერ მერტეზაკერმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. Sport.1.de-ს 28 წლის გერმანელმა უთხრა, რომ არც “მეთოფეთა” ხელმძღვანელობა ფიქრობს მის გასხვისებაზე.
“არა მგონია, ამ სეზონის შემდეგ, “არსენალმა” გამყიდოს. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდი და პატივისცემას ვიმსახურებ. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, პრესას კი, შეუძლია, რაც უნდა, ის წეროს”, - განაცხადა მერტეზაკერმა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მერტეზაკერმა 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოირჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი მცველია, გამოადგება არსენალს.
არადა ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს...ადრე უფრო კარგი იყო
ეხლა უშვებს უფრო მეტ შეცდომას ვიდრე ადრე? არამგონია ხშირად უყურებდე არსენალის თამაშებს
კი კაი მცველია..არ უნდა გაასხვისოს