ფეხბურთი

20:57 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” უმაღლესიდან გავარდა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის მატჩები გაიმართა. მთავარი ამბავი “მიხეილ მესხზე” მოხდა. ცხინვალის “სპარტაკმა” მარტვილის “მერანს” ირაკლი ეხვაიას დუბლით 2:0 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. “მერანი” კი, “მერანი” ამ წაგების შემდეგ ოფიციალურად დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას, რადგან დარჩენილ სამ ტურში ვეღარანაირად დაეწევა “სპარტაკს.”

თბილისში, იმავე “მიხეილ მესხის” უმაყურებლო სათადარიგო მინდორზე “ტორპედომ” “ზუგდიდს” 3:1 მოუგო. ქუთაისელები თავიდან აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ივარგეს. ანგარიში ჯერ დავით ხურციძემ გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ბექა ტუღუშმა დუბლი მიითვალა.

მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” გორის “დილა” დაამარცხა და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი შეინარჩუნა. “ვეტერინარებმა” მეორე ბურთი დამთავრებამდე 4 წუთით ადრე გაიტანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქუთაისელები გადაუსწრებდნენ.

ზედა ექვსეულის მატჩები შაბათს გაიმართება.

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 3:1 (0:1)

გოლი: 0:1 კირკიტაძე (6), 1:1 ხურციძე (57), 2:1, 3:1 ტუღუში (71, 90+2) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 კორიფაძე (32), 1:1 ლომოძე (55), 2:1 ლობჯანიძე (86) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 ეხვაია (11, 45) 

 

1.         ვიტ ჯორჯია                              29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  29 10 4 15 30:36 34
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 29 6 4 19 21:54 22

 

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”)

6 – გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.110423