ფეხბურთი

15:54 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ურიდია რუსეთის პირველი დივიზიონის ნაკრებში

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკის” თავდამსხმელი მერაბ ურიდია რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

ხსენებული ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალეინიჩევია, 26 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ტულაში იტალიის სერია B-ს ერთ-ერთ გუნდთან ჩაატარებს, რომლის ვინაობა ჯერ ცნობილია არაა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიურ მხარესთან შეთანხმებით, მომავალ მატჩში თამაშის უფლება 1992 წელზე უფრო ადრე დაბადებულ ფეხბურთელებს არ აქვთ.

20 წლის ურიდიას სატრანსფერო უფლებები ყაზანის “რუბინს” ეკუთვნის და ის “ნეფტეკიმიკში” იჯარით თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.120654