ფეხბურთი

15:14 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკაც ბრაზილიაშია, ჯერი ურუგვაიზეა

 

ამ პლეი ოფის ბედი ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს გაირკვა, როცა მექსიკელებმა მეტოქე შინ 5:1 დაამარცხეს. ოკეანეთის საუკეთესო გუნდს საკუთარი მაყურებლის წინაშე რევანში თუ არა, ღირსეულად თავის წარმოჩენა მაინც უნდოდა, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ. მექსიკელთა დამრიგებელმა მიგელ ერერამ პირველი მატჩის ტრადიციას არ უღალატა და შემადგენლობაში ისევ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები დააყენა და არც შემცდარა, ამათგან უმეტესობას ძალიან სურს მწვრთნელს დაუმტკიცოს, რომ სწორედ ისაა ღირსი ბრაზილიის მუნდიალზე ითამაშოს. ამიტომაც თავი არ დაუზოგავთ და ამჯერადაც გვარიანად აჯობეს ახალზელანდიელებს.

ნახევარ საათზე ოდნავ მეტი იყო გასული, როცა სტუმრები უკვე 0:3 იგებდნენ და მეორე მატჩის ბედიც გადაწყვეტილი ჰქონდათ. სამივე გოლი “სანტოს ლაგუნას” 29 წლის შემტევმა ორიბე პერალტამ გაიტანა და ორი მატჩის ჯამში 5 გოლი მოუგროვდა. ამის შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა, თუმცა მასპინძლებს მაინც უჭირდათ ხეირიანი კომბინაციების შესრულება. მხოლოდ ბოლოსკენ გამოუვიდათ რაღაც, ჯეიმსმა (პენალტით) და ფალონმა ანგარიში მინიმუმადე შეამცირეს, მაგრამ კარლოს ალბერტო პენიამ ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დააყენა.

ამრიგად, მექსიკა მუნდიალის 31-ე ფინალისტი გახდა. ბოლო, 32-ე მონაწილე ამაღამ გაირკვევა, თუმცა ამ წყვილშიც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, პირველ მატჩში ურუგვაიმ იორდანიას 5:0 მოუგო.

ახალი ზელანდია – მექსიკა 2:4 (0:3)

20 ნოემბერი. ველინგტონი. “ვესტპექ სთედიუმი.”

ახალი ზელანდია: მოსი, დიურანტი, სმიტი, ტუილომა (ფენტონი 50), რუ, მაკგლინჩი, ჯეიმსი, როხასი (ჰენდერსონი 73), ბარბარუსესი, სმელტცი (ფალონი 54), ბროკი

მწვრთნელი: რიკი ჰერბერტი

მექსიკა: მუნიოსი, მარკესი, როდრიგესი, აგილარი, ვალენსუელა, ლაიუნი, მონტესი (ესკობოსა 58), მედინა, პენია, პერალტა (სინჰა 76), ხიმენესი (დე ნიგრისი 68)

მწვრთნელი: მიგელ ერერა

გოლები: 0:1, 0:2, 0:3 პერალტა (14, 29, 33), 1:3 ჯეიმსი (პენ, 80), 2:3 ფალონი (83), 2:4 პენია (86)

39-ე წუთზე ბროკიმ ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: სმელტცი (20), ბარბარუსესი (35), ჯეიმსი (88); მონტესი (2), მუნიოსი (39), მედინა (90+30

მსაჯი: ფელიქს ბრიჩი (გერმანია)

პირველი მატჩი – 1:5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121477