მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიგელ ერერა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმად მეოთხედფინალში გასვლას ისახავს.
“დარწმუნებული ვართ, რომ ამ გუნდით მინიმუმ მეოთხედფინალში თამაში შეგვიძლია. ვაპირებთ, რომ ისტორია შევქმნათ” - განუცხადა ერერამ Femexfut-ს.
ბრაზილიაში ჯგუფურ ეტაპზე მექსიკელთა მეტოქეები მასპინძლების, ხორვატიისა და კამერუნის ნაკრებები იქნებიან. ამ ჯგუფს “გაუვალი” არ ეთქმის, მერვედფინალში კი, მათი მეტოქე ესპანეთის, ჩილეს, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე მექსიკის ნაკრები, ერერამ საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის წინ ჩაიბარა და ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად დაამარცხა ახალი ზელანდია.