სხვა

15:25 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალთა მოლოდინში

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროკავშირის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობაში მძიმეწონოსანი მოკრივეები ჩაერთვებიან.

საქართველოს ღირსებას +91კგ-ში მიხეილ ბახტიძე იცავს, რომლის მეტოქეც ხორვატი მარინ მინდოლევიჩი იქნება. აღსანიშნავია რომ ორივე მოკრივე შეჯიბრებას პირდაპირ მეოთხედფინალიდან იწყებს, ასე რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბახტიძე საუკეთესო ოთხეულში შევა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალს დაისაკუთრებს.

დღესვე მეოთხედფინალური შეხვედრები შედგება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც, სადაც ქართველთაგან რინგზე გოჩა ბადურაშვილი გავა. იგი ირლანდიელ მაიკლ ო'რეილს დაუპირისპირდება.

მერვედფინალში ბადურაშვილმა პოლონელი არკადიუს შვედოვიჩი დაამარცხა, მისმა დღევანდელმა მეტოქემ კი სლოვაკ ჰენრიხ ბაგინს სძლია. მომავალ შეხვედრაში გამარჯვება გოჩა ბადურაშვილსაც ოთხეულს და მინიმუმ ბრინჯაოს მედალს მოუტანს.

0.114033