ჩოგბურთი

20:23 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალით კმაყოფილი ფედერერი

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალშია. 32 წლის შვეიცარიელმა აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:3, 7:5, 6:4 მოუგო და როჯერის მომდევნო მეტოქე უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეია. ცონგასთან მატჩის დასრულების შემდეგ ფედერერმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

“საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ – ხშირად ვუტევდი, მრავალფეროვნად ვმოქმედებდი, ბადესთან დროულად გავდიოდი. უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე შეჯიბრებას ნაადრევად გამოვეთიშე, ამიტომაც მეოთხედფინალში გასვლა მახარებს. მოგებათა სერია მაქვს და ვნახოთ, როდემდე გავაგრძელებ გამარჯვებათა რიგს”, - განაცხადა ფედერერმა.

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალური პაექრობები 21 და 22 იანვარს ჩატარდება.

21 იანვარი

მამაკაცები

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – დავიდ ფერერი (ესპანეთი)

სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) – ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

ქალები

ნა ლი (ჩინეთი) – ფლავია პენეტა (იტალია)

ანა ივანოვიჩი (სერბეთი) – ეჟენი ბუშარი (კანადა)

22 იანვარი

მამაკაცები

ენდი მიურეი (დიდი ბრიტანეთი) – როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

რაფა ნადალი (ესპანეთი) – გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)

ქალები

სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)

აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი)

0.116837