კალათბურთი

19:49 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე პერიოდის დრამა

 საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო” ჩვენი ქვეყნის მორიგ, რიგით 23-ე გათამაშებაში მეორე ტურიდან ჩაერთო. გუნდს საჩემპიონო ამბიცია სამართლიანად აქვს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, დინამოელთა დღევანდელი ოპონენტი მიმდინარე სუპერლიგის კიდევ ერთი ფავორიტი “სოხუმი” იყო, სავსებით გასაგებია ის ინტერესი, რომელიც ირაკლი ხოშტარიასა და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდების დაპირისპირებამ გამოიწვია.

თამაში ნერვულად დაიწყო და საწყისი 2 წუთის შემდეგ ანგარიში გახსნილი ჯერ კიდევ არ იყო. დინამოელთა ცენტრის სტევან მილოშევიჩის (სერბი მეფარე “სოხუმისა” და “ოლიმპის” შემდეგ უკვე მესამე ქართულ გუნდში თამაშობს) ორქულიანს სოხუმელთა ლეგიონერის ჯოშუა ჯექსონის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. ამის შემდეგ უპირატესობას კარგა ხნით “დინამო” დაეუფლა და პირველი მეოთხედის დასასრულს 12 ქულიან ჰანდიკაპსაც (25:13) მიაღწია. პირველ პერიოდში თბილისელთაგან საუკეთესო მილოშევიჩი გახლდათ, რომელმაც 7 წუთში 6 ქულის გაკეთება და 4 მოხსნის განხორციელება მოასწრო.

მეორე პერიოდის დასაწყისში “დინამო” საქულე უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა, სოხუმელებს თანდათან თამაში წაუვიდათ (ვახტანგ ქადარიამ მოკლე დროში 6 ქულას მოუყარა თავი) და სხვაობამაც შემცირება იწყო. მეოთხედის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე ირაკლი ჩლაიძემ ჯერ 2+1 შეასრულა ზუსტად, შემდეგ სამქულიანიც მოათავსა მოწინააღმდეგის კალათში და ანგარიში 32:34 გახადა. მალე გრიგოლ შვანგირაძეს წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ 2 საჯარიმო ტყორცნიდან სათანადოდ მხოლოდ ერთი გამოიყენა (33:34). “დინამოს” მომდევნო შეტევა მილოშევიჩმა უზუსტო სროლით დაასრულა, მოხსნისას ბექა ბექაურმა იმარჯვა, ბურთით მთელი მოედანი გადასერა და “სოხუმისთვის” 2 ქულის მოტანასთან ერთად, მეტოქეს ფოლიც “დასტყუა”. ბექაურმა საჯარიმო ტყორცნა გააცუდა და გუნდიც მხოლოდ ქულით გავიდა წინ – 35:34. პირველი ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო ზუსტი სროლები გაცვალეს და დიდი შესვენებისას სპორტის სასახლის ტაბლოზე 37:36 გამოისახა სოხუმელთა სასარგებლოდ.

თუკი პირველი პერიოდი “დინამომ” 12 ქულით მოიგო, მეორეში “სოხუმმა” 13 პუნქტით იმარჯვა, მესამე მეოთხედი ფრედ (18:18) დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა მატჩის დასკვნითმა ათწუთიანმა მონაკვეთმა გაარკვია. მეოთხე პერიოდი რატი ბააკაშვილის სამქულიანმა გახსნა (58:54), მაგრამ ამის შემდეგ “დინამომ” დაცვაში “მარწუხებს მოუჭირა”, სოხუმელებმა ზედიზედ რამდენიმე შეტევა გააცუდეს, რასაც ხოშტარიას გუნდის 12:0 “გაქცევა” მოჰყვა. ამან ასპარეზობის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა და მიუხედავად ბოლო წუთებზე ჩლაიძის გაბრძოლებისა, “დინამომ” პრინციპულ მოწინააღმდეგესთან მატჩში 70:63 იმარჯვა და მიმდინარე ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოგებით გახსნა.

დღევანდელ, ტურის ცენტრალურ მატჩს მოკლედ თუ შევაჯამებთ, როგორც “დინამოს”, ასევე “სოხუმს” თამაშის მომატების საკმაოდ დიდი რეზერვი აქვთ. ცხადია, სეზონის სტარტზე კალათბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან (არცაა სასურველი), მათ შორის შეთამაშების ხარისხიც საგრძნობლად გაუმჯობესდება და სათამაშო დონეც აიწევს. ამასვე გვპირდებიან ირაკლი ხოშტარია და ვაჟა კვარაცხელია და სრული საფუძველი გვაქვს, მათ სიტყვებს ვენდოთ...

დღის მეორე და ტურის დასკვნით მატჩში “ოლიმპმა” “მაკაბის” იოლად მოუგო. არაა გასაკვირი, როდესაც ვიცე-ჩემპიონი დებიუტანტს ამარცხებს, თუმცა, პირველ ტურში მაკაბელებმა მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ამჯერადაც ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდისგან კარგ თამაშს ველოდით. დღეს სუპერლიგის დებიუტანტს ასპარეზობა არ წაუვიდა და “მაკაბი” მეტოქეთა “გამწარებას” შემდეგ ტურებში აუცილებლად შეეცდება.

 სუპერლიგის მესამე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

1 ნოემბერი

“რუსთავი” – “სოხუმი”

“ქუთაისი” – “მაკაბი”

4 ნოემბერი

“დინამო” – “ბათუმი-რსუ”

“არმია” – “შსს აკადემია”

ქ. თბილისი დინამო 70 - 63 სოხუმი 26.10.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 25 11 18 16 70
სოხუმი 13 24 18 8 63
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 35:48 3 5 60 0 1 0 2 2 100 0 6 6 11 4 7 2 0 8
5 იოსებ ლეჟავა 04:12 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი * 34:22 9 15 60 1 3 33.3 2 5 40 2 2 4 0 3 2 1 0 23
7 ბესიკ ლეჟავა * 37:31 1 3 33.3 2 8 25 1 2 50 1 7 8 1 3 1 3 1 9
8 გიორგი ვახანია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 29:08 6 10 60 0 0 0 0 1 0 4 8 12 2 1 3 0 1 12
12 მილოშ პესიჩი 16:30 1 3 33.3 0 2 0 4 4 100 0 4 4 1 2 2 0 0 6
13 მიხეილ ჭოჭუა * 27:04 5 9 55.6 0 1 0 2 2 100 1 4 5 1 4 1 1 0 12
15 ზვიად ანთაძე 05:28 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 09:57 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 0 0
35 გიორგი თვალაბეიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 3 4 0 0 0 2 0 0
25 45 55.56 3 15 20.00 11 16 68.75 10 35 45 17 20 18 7 2 70
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ნიკა მეტრეველი * 20:24 3 10 30 0 0 0 0 2 0 2 3 5 0 4 2 1 0 6
5 პეტერ ივანიჩი * 26:48 1 2 50 0 2 0 1 2 50 0 0 0 3 4 4 1 1 3
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 29:46 3 5 60 3 7 42.9 5 7 71.4 3 1 4 3 4 3 0 1 20
8 გელა კოპალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე 15:30 0 2 0 0 5 0 1 2 50 0 2 2 1 0 0 0 0 1
13 რატი ბააკაშვილი 13:20 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 0 2 2 2 1 0 1 0 3
14 ვახტანგ ქადარია * 22:06 3 7 42.9 0 2 0 0 0 0 2 3 5 0 3 1 0 0 6
21 სიმონს ჯერომე 32:14 5 9 55.6 1 3 33.3 0 0 0 3 8 11 0 4 1 1 0 13
22 დავით დეკანოიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 05:00 1 1 100 0 0 0 0 1 0 0 1 1 0 0 0 0 0 2
55 ჯოშუა ჯეკსონი * 34:52 0 5 0 2 6 33.3 3 4 75 1 3 4 5 0 2 1 1 9
1 1 2 0 0 0 0 0 0
16 41 39.02 7 28 25.00 10 18 55.56 12 24 36 14 20 13 5 3 63
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი: მერაბ რატიშვილი

 

ქ. თბილისი ოლიმპი 96 - 59 მაკაბი 26.10.13, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ოლიმპი 25 28 19 24 96
მაკაბი 6 15 20 18 59
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 21:52 0 4 0 4 7 57.1 1 2 50 1 5 6 8 0 2 0 0 13
5 ბექა ნადირაძე 04:23 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 0 1 0 0 0
6 გეგი ბაქრაძე 15:34 1 4 25 0 0 0 0 0 0 6 5 11 0 2 1 0 0 2
7 ირაკლი მიქელაძე * 18:48 2 4 50 2 3 66.7 2 3 66.7 1 3 4 2 1 1 0 0 12
8 ტარიელ თავართქილაძე 17:28 1 1 100 3 6 50 0 0 0 0 1 1 5 2 1 1 0 11
9 ნოდარ გოგოძე 18:59 0 0 0 2 4 50 0 0 0 1 5 6 3 2 0 0 0 6
10 გიორგი ხანიაშვილი * 17:25 4 7 57.1 3 6 50 2 4 50 1 3 4 4 0 1 2 0 19
11 ნოდარ თენიეშვილი * 24:39 5 8 62.5 0 5 0 1 3 33.3 1 0 1 0 3 2 2 0 11
13 რევაზ ათანელიშვილი * 27:17 5 9 55.6 0 1 0 3 4 75 7 6 13 2 2 1 1 0 13
21 თემურ ფხაკაძე 12:28 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 4 4 1 0 0 0 0 0
24 დავით ხიზანიშვილი 11:12 1 2 50 1 3 33.3 0 0 0 1 0 1 1 0 0 0 0 5
30 ირაკლი ლომიძე 09:55 2 5 40 0 2 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 4
0 4 4 0 0 0 0 0 0
21 46 45.65 15 38 39.47 9 16 56.25 20 37 57 27 13 11 7 0 96
 
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 26:43 5 9 55.6 1 1 100 0 0 0 1 2 3 4 2 5 1 0 13
5 გელა გულმაგარაშვილი 03:52 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
6 სანდრო მეგენეიშვილი * 35:56 0 5 0 0 1 0 1 2 50 0 2 2 6 2 2 0 0 1
8 ლაშა ელბაქიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 მაიზერ რევაზაშვილი * 25:14 3 7 42.9 0 0 0 0 0 0 1 8 9 0 3 2 0 0 6
10 გუგა პატარაია 13:29 0 2 0 1 2 50 0 0 0 0 0 0 2 1 1 3 0 3
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 14:46 3 9 33.3 0 0 0 0 0 0 3 3 6 0 1 0 0 0 6
15 ლევან რევაზაშვილი * 40:00 5 18 27.8 1 7 14.3 1 1 100 2 7 9 2 2 5 0 1 14
21 გიორგი ფერიაშვილი * 40:00 7 12 58.3 0 0 0 2 3 66.7 4 4 8 1 3 0 1 2 16
22 ოთარ ბუთხუზი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 4 5 0 0 0 0 0 0
23 62 37.10 3 11 27.27 4 6 66.67 12 30 42 16 14 15 5 3 59
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 ქუთაისი 2 2 / 0 181 / 124 4
2 არმია 2 2 / 0 147 / 111 4
3 ოლიმპი 2 1 / 1 182 / 164 3
4 ბათუმი-რსუ 2 1 / 1 166 / 157 3
5 დინამო 1 1 / 0 70 / 63 2
6 შსს აკადემია
1 1 / 0
87 / 83
2
7 სოხუმი 2 0 / 2 120 / 151 2
8 მაკაბი 2 0 / 2 142 / 183 2
9 რუსთავი 2 0 / 1 117 / 176 2
0.138391