ჭადრაკი

22:13 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეორე-მეთორმეტე ადგილების მფლობელთა ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მეხუთე ეტაპი, რომელსაც კურორტი ლოპოტა მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ გრან პრის გათამაშების თითოეულ ეტაპზე 12 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა ეტაპის თითოეულ მონაწილეზე ნაწილდება და პრიზის გარეშე არავინ რჩება. რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხა დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდება.

ბოლოსწინა ტურში ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ჰოუ იფანმა ალექსანდრა კოსტენიუკთან სწრაფი ყაიმი გააფორმა, 10 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა. რაც შეეხება, მეორე-მეთორმეტე ადგილებს, სატურნირო ცხრილში იმდენად დიდი სიმჭიდროვეა, რომ მათი მფლობელების ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. ბოლო შეხვედრებში კარგად თამაშობს სომხეთის წარმომადგენელი ელინა დანიელიანი, რომელმაც შავებით ჟაო ქსიუს მოუგო, 6.5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ ვენჟუნის, ანა მუზიჩუკი დაამარცხა, 7.5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს ინარჩუნებს. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალმა ნანა ძაგნიძემ ინდოელ ჰარიკა დრონოვალისთან ყაიმი გააკეთა, 6 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეოთხე ადგილი უკავია. კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი ბულგარელ სტეფანოვას დაუზავდა, რომელმაც წინა ტურში ძაგნიძეს მოუგო და უაღრესად მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა. მორიგ ტურში დიდ ინტერეს იწვევს პარტიები ვენჟუნის, ძაგნიძისა და დანიელიანის მონაწილეობით, რომლებიც მეორე-მესამე ადგილებისათვის იბრძვიან.

გთავაზობთ ბოლოსწინა მე-10 ტურის ტექნიკურ შედეგებს:

იფანი - კოსტენიუკი 0.5:0.5

ვენჟუნი - მუზიჩუკი 1:0

ძაგნიძე - დრონოვალი 0.5:0.5

სტეფანოვა - ხოტენაშვილი 0.5:0.5

კონერუ - მუმინოვა 1:0

ქსიუ - დანიელიანი 0:1

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:

1. იფანი - 8.5 ქულა

2. ვენჟუნი - 7

3. დანიელიანი - 6.5

4. ძაგნიძე - 6

5-7. სტეფანოვა, დრონოვალი, კონერუ - 5.5-5.5

8. მუზიჩუკი - 5

9. კოსტენიუკი - 4.5

10. ქსიუ - 2.5

11. ხოტენაშვილი - 2

12. მუმინოვა - 1.5

1 ივლისი, მე-11 ტური

დრონოვალი - სტეფანოვა

მუზიჩუკი - ძაგნიძე

კოსტენიუკი - ვენჟუნი

დანიელიანი - ჰოუ

მუმინოვა - ქსიუ

ხოტენაშვილი - კონერუ

ხვალ, ბოლო ტურში, შეხვედრები 13 საათზე დაიწყება.

თეგებიჰოუ იფანი
0.114196