რაგბი

13:08 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეორე დონის ქვეყნებს” დატვირთული შემოდგომა ელით

როგორც უკვე ვიუწყებოდით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) იმ მატჩების განრიგი დაამტკიცა, რომლებსაც ე.წ. “მეორე დონის ქვეყნები” ნოემბერში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოდგომაზე 3 თბილისური ტესტი ელის: 9 ნოემბერს – კანადასთან, 16-ში – აშშ-სთან, ხოლო 23-ში – სამოასთან.

ვფიქრობთ, ქართველი ქომაგისთვის მომავალი თამაშების სრული ნუსხის გაცნობაც არ უნდა იყოს უინტერესო. ცნობისთვის, ნოემბერში 22 ტესტ-მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან პირველი 2 ნოემბერს ტოკიოს “ჩიჩაბუ სთედიუმზე” შედგება, სადაც იაპონია მისთვის ისტორიულ შეხვედრაში ახალ ზელანდიას მიიღებს.

 

“მეორე დონის ქვეყნების” სანოემბრო ტესტ-მატჩები

2 ნოემბერი

იაპონია – ახალი ზელანდია (ტოკიო)

 

9 ნოემბერი

შოტლანდია – იაპონია (ედინბურგი)

ირლანდია – სამოა (დუბლინი)

რუმინეთი – ტონგა (ბუქარესტი)

პორტუგალია – ფიჯი (ლისაბონი)

აშშ – ახალი ზელანდიის “მაორი” (ფილადელფია)

საქართველო – კანადა (თბილისი)

ჩილე – ესპანეთი (სანტიაგო)

 

15 ნოემბერი

ბრაზილია – პორტუგალია (სან პაულო)

 

16 ნოემბერი

საფრანგეთი – ტონგა (ლე ჰავრი)

იტალია – ფიჯი (კრემონა)

საქართველო – აშშ (თბილისი)

რუმინეთი – კანადა (ბუქარესტი)

რუსეთი – იაპონია

ურუგვაი – ესპანეთი (მონტევიდეო)

 

17 ნოემბერი

საფრანგეთის “ბარბაროსები” – სამოა (კლერმონი)

 

22 ნოემბერი

უელსი – ტონგა (კარდიფი)

 

23 ნოემბერი

საქართველო – სამოა (თბილისი)

რუმინეთი – ფიჯი (ბუქარესტი)

რუსეთი – აშშ

პორტუგალია – კანადა (ლისაბონი)

ესპანეთი – იაპონია (მადრიდი)

0.10421