საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც არჩილ ჟღენტი წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში მე-20 ადგილი დაიკავა.
ქართველი კალათბურთელები მეცხრამეტე-მეოცე პოზიციებისთვის შეხვედრაში შოტლანდიას გაეჯიბრნენ და 64:72 წააგეს. ჩვენს გუნდში 18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები ლევან მასხულია და ლუკა ზაქრაძე იყვნენ.
ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა 18-წლამდელებმა 23-დან მხოლოდ 2 სამქულიანი (8.7%) გამოიყენეს.