გადაწყვეტილია, რომ ლანჩხუთის "გურიას" ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაემატება: 33 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი და 27 წლის მარცხენა მცველი ზაალ ელიავა. მენთეშაშვილი, გეცოდინებათ, ბოლოს "მეტალურგში" გახლდათ, ხოლო ელიავა - ბოლნისის "სიონში". თავის დროზე კი ერთად თამაშობდნენ "ზესტაფონში", რიგის "სკონტოში" და ასევე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
მენთეშაშვილს 38 თამაში ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში (1 გოლი), ხოლო ელიავას - 8 მატჩი.