“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ჟერემი მენეზი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ფრანგი გარემარბი ტურინის “იუვენტუსის” თამაშით დიდად მოხიბლულია.
“ჩემი კარიერის პარიზული ეტაპი მომწონს. ზაფხულში, ზურგზე ოპერაცია გავიკეთე და როცა გამოვჯანმრთელდი, მწვრთნელს გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა. კონკურენცია არ მაშინებს. “რომაში” გატარებული დრო ბრწყინვალედ მახსენდება. იტალიაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. იქ ყველაფერი ნაცნობია და ადაპტაცია არ დამჭირდება.
“იუვენტუსი”? ტურინელთა თამაში აღმაფრთოვანებს, რადგან ბრწყინვალედ თამაშობენ. ისინი წარმატებას ევროპაშიც მიაღწევენ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”, - განუცხადა მენეზმა აპენინურ პრესას.