ფეხბურთი

10:34 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელო ორ მატჩს გამოტოვებს

სტამბოლის “გალათასარაის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე მელო “ბეშიქთაშთან” გამართული მატჩის დროს გამოვლენილი თავშეუკავებლობის გამო დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გულშემატკივართა უსაქციელობის გამო ჩაიშალა, 30 წლის ბრაზილიელმა კი, უხეშობისა და არასპორტული ქცევის გამო სადისციპლინო კომისიისგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მელოს ჯარიმის სახით 13 ათასი თურქული ლირის გადახდაც მოუწევს. აღსანიშნავია, რომ “ბეშიქთაშთან” თამაშის შემდეგ ბრაზილიელი ადრეც დაუსჯიათ. ცოტა ხნის წინ მან მეტოქის ფეხბურთელს შეაფურთხა და ამისათვის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

0.109146