ფეხბურთი

18:45 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეჩუმ, შესაძლოა, ,,არსენალს’’ მიაშუროს

,,სუონსის’’ ესპანელი ფორვარდი მიჩუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ლონდონის ,,არსენალში’’ გადაბარგდეს. Metro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტანმაღალმა ფეხბურთელმა სურვილი გამოთქვა ისეთ კლუბში ჩარიცხვისა, რომელსაც დიდი მიზნები ექნება.

,,ყველა ფეხბურთელი ოცნებობს დიდ კლუბში თამაშზე. ისეთზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და სხვა დიდი ტიტულების მოგებისთვის იბრძვის, გამონაკლისი არც მე ვარ.’’

,,ბედნიერი ვარ ,,სუონსიში’’ ყოფნით, თუმცა თუ ძლიერი კლუბისგან შემოთავაზებას მივიღებ, აუცილებლად განვიხილავ, რადგან ყველა ფეხბურთელს სურს გაიზარდოს და უფრო ძლიერ კლუბში მოსინჯოს ძალები’’_განაცხადა ფეხბურთელმა.

არსენ ვენგერი 27 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ადრეც იჩენდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით ,,მეთოფეები’’ მიჩუს გადაბირებას იანვრის თვეში შეეცდებიან.

მიჩუს კარიერაში საუკეთესო პერიოდად გასული სეზონი ითვლება, როცა მან პრემიერლიგაში 18 გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰქონდა ნათამაშები, დელ ბოსკემ ,,ფურია როხას’’ რიგებში იხმო. ბელარუსის ნაკრებთან დებიუტისას მიჩუ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111629