ჭადრაკი

16:15 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი – მე-14, ფანცულაია – 34-ე

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ფილიპინელი ოლივერ ბარბოსა (2564) გახდა, რომელმაც ათ ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და ინდოელ ბაბუ ლალიტს (2585) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

უკანასკნელ ტურში მიხეილ მჭედლიშვილმა (2639) თეთრი ფიგურებით რაგურამ პრასანა (ინდოეთი, 2410) დაამარცხა და 6.5 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ლევან ფანცულაიას (2606), მან შავებით კარტიკეიანთან (ინდოეთი, 2355) წააგო და 5.0 ქულით ასპარეზობა 34-ე პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კოლკატას ტურნირზე პირველ ნომრად ინგლისელი ნაიჯელ შორტი (ინგლისი, 2674) გახლდათ განთესილი, რომელმაც 6.5 ქულით მე-12 პოზიცია დაიკავა. 

 

0.120605