ფეხბურთი

17:38 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე ვარჯიშს მალე განაახლებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე შეუდგება.

ინტერნეტპორტალ pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, მჭედლიძემ კოჭზე მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ ქართველი ლეგონერის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.

თებერვლის მიწურულს მჭედლიძემ “ემპოლის” ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მაშინ, ექიმებმა უთხრეს, რომ ვარჯიშს თვენახევარში შეძლებდა. თითქოს იყო შანსი, რომ თავდამსხმელი მოედანზე უფრო ადრე გასულიყო, მაგრამ საბოლოოდ სამედიცინო შტაბის წინასწარი ვარაუდი გამართლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115249