საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ "რომასთან" შინ წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მასსა და კოსტას მანოლასს შორის კონტაქტი იყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
"აშკარა კონტაქტი იყო და თერთმეტმეტრიანიც უნდა დანიშნულიყო. სიმულაციის მცდელობა არც კი მქონია" - განუცხადა Gაზზეტტა დელლო შპორტ-ს მჭედლიძემ.
“ემპოლი” 2 ტურის შემდეგ 0 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.