ფეხბურთი

19:19 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წააგო, ფოფხაძე ფინალში ვერ გავიდა

 

აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-5 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” სტუმრად საუდის არაბეთის “ალ იტიფაქთან” 0:2 წააგო.

განვლილ მატჩში, ტაშკენტელებს კახა მახარაძემ შეუცვლელად უკაპიტნა. ამ მარცხის შემდეგ, “ფახთაქორს” 7 ქულა დარჩა და ჯგუფში მე-3 ადგილზე დაქვეითდა - უზბეკური კლუბი “ალ იტიფაქს” გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, სტუმრად “აქტობესთან” 0:3 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა. “ატირაუს” 9 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-6 ადგილზე იმყოფება.

მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო “ორდაბასიმ”, რომელმაც შინ “ქაირათს” 1:0 სძლია. გამარჯვებულთა შორის დავით ჩაგელიშვილს არ უთამაშია. “ორდაბასი” 7 ქულით მე-9 ადგილზეა.

ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილი “ჟეტისუ” სტუმრად “აკჟაიკთან” 0:3 დამარცხდა და 8 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში, “ბაქიმ” საპასუხო მატჩში გასვლაზე, “ხაზარ ლენქორანთან” 0:2 წააგო და ვინაიდან პირველი თამაში 1:0 მოიგო, ფინალში ვერ გავიდა. “ბაქიში” გიორგი ფოფხაძე მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.


თეგებიმახარაძე
0.114086