პსჟ-ს ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი აცხადებს, რომ პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უახლოეს მომავალში მოხდება.
26 წლის ფეხბურთელს “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის პარალელურად, მატუიდით დაინტერესებას “მანჩესტერ სიტი” იჩენს.
“ამ ეტაპზე, მხოლოდ “მონაკოსთან” თამაშზე ვარ კონცენტრირებული. შემოთავაზების განსახილველად დრო ჯერ კიდევ მაქვს.
კონტრაქტის გახანგრძლივება, ამჟამად, მეორეხარისხოვანი საკითხია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ.” – ციტირებს მატუიდის სიტყვებს L’Equipe.
ბლეზ მატუიდი პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 25 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.