ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კლუბის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას შემტევი ხაზის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელების დამატება სურს.
“მინდა “იუვენტუსში” დავრჩე და გუნდის მომავალ წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო. მივესალმები ახალი მოთამაშეების დამატების ინიციატივას, მაგრამ ამავდროულად, არც ის ფეხბურთელები უნდა დაივიწყონ, რომლებმაც კლუბს ზედიზედ 2 სკუდეტო მოაგებინეს” – განაცხადა მატრიმ.