ფეხბურთი

23:48 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატრი “ფიორენტინაში” ითამაშებს

29 წლის იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო მატრი, სეზონის ბოლომდე, “ფიორენტინაში” ითამაშებს.

ჯუზეპე როსისა და მარიო გომესის ტრავმების შემდეგ, ფლორენციული კლუბი ახალი თავდამსხმელის დამატების საჭიროების წინაშე დადგა. “იებმა” “მილანის” შემტევის, ალესანდრო მატრის არენდით აყვანა გადაწყვიტეს და სურვილი სისრულეში მოიყვანეს. მატრიმ “ფიორენტინასთან” კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში პირველი ვარჯიშიც გამართა.

0.134996