ფეხბურთი

14:08 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატრი 3 კვირა იუქმებს

“ჯენოას” ახალწვეული ალესანდრო მატრი ტრავმის გამო მოედანს 3 კვირით დაემშვიდობა. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.

“ბრეშასთან” ამხანაგური მატჩის მეორე ტაიმში, მატრიმ ტკივილი იგრძნო და მოედანი იძულებით დატოვა. გენუელი ექიმების თქმით, იტალიელის ტრავმა არცთუ უმნიშვნელოა – თავდამსხმელს დაახლოებით 20 დღის გამოტოვება მოუწევს.

ამგვარად, მატრი იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში პირველსავე ტურიდან ჩაერთვება, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

 

0.114646