“ვალენსიას” ფრანგმა მცველმა, ჟერმენი მატიემ, რომელმაც კლუბთან ახალი კონტრაქტი ცოტა ხნის წინათ გააფორმა, კარიერის “ღამურებში” დასრულების სურვილი გამოთქვა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატიეს მიმიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენდა და ფრანგი უნივერსალიც ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამიტომ არ ჩქარობდა, თუმცა, საბოლოოდ, მან “ღამურებს” თავისი მომავალი 2017 წლამდე მაინც დაუკავშირა.
“ჩემთვის, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო. “ვალენსიასთან” კონტრაქტის გაგრძელება ძალიან მინდოდა. ახლა, რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი, მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, ყველაფერი კარგად იქნება.
კლუბის ძალიან მადლიერი ვარ. კარიერის აქ დასრულება მინდა. იმედი მაქვს, კლუბში ამას მიხვდნენ.” – აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი.