ფეხბურთი

19:26 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატიე: “გვარდიოლას უარი ვუთხარი”

“ვალენსიას” ფრანგი მცველი ჟერემი მატიე ადასტურებს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მისი შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ მან პეპ გვარდიოლას უარი უთხრა.

“გვარდიოლა დამიკავშირდა, მაგრამ მას ვუთხარი, რომ “ვალენსიაში” ვრჩები. კარგია, როდესაც შენით “ბაიერნის” დონის გუნდი ინტერესდება, მაგრამ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრასა და “ვალენსიასთვის” დახმარების გაწევაზე ვფიქრობ.” – ციტირებს მატიეს სიტყვებს Football Espana.

რამდენიმე კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატიეს შეძენის სურვილს “ბაიერნი” და “ბარსელონა” გამოთქვამდნენ, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმებით, ფეხბურთელმა ჭორების გავრცლებას ბოლო მოუღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108873