კალათბურთი

19:30 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათიაშვილი, კვიმსაძე და ბაბუნაშვილი “ქუთაისი-2010”-ის დატოვებას აპირებენ

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ის წამყვანი კალათბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი რიჩარდ მათიაშვილი (ცენტრალური თავდამსხმელი), გუნდის კაპიტანი ბუბა კვიმსაძე (უკანახაზელი) და გამთამაშებელი თეიმურაზ ბაბუნაშვილი, 2013-14 წლების სეზონის დაწყებამდე გუნდის დატოვებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ “ქუთაისი-2010”-მა ზედიზედ სამი სეზონი ერთიდაიმავე შემადგენლობით პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ქუთათურებმა ზედიზედ ორჯერ ბრინჯაოს მედალი აიღეს, ხოლო ბოლო ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს.


0.154393