“ფიორენტინას” ნახევარმცველი მატიას ფერნანდესი ჩილეს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.
მიმდინარე წლის მარტის თვიდან 28 წლის ფეხბურთელი მტკივანი კოჭით თამაშობდა, მაგრამ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც შეიყვანეს. მან სამედიცინო კონსულტაცია ამსტერდამში გაიარა, რომლის შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ართროსკოპიული ოპერაციის გაკეთებაა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ფერნანდესს ტკივილი შეაწუხებს.
“ფეხბურთელმა “ფიორენტინას” სამედიცინო პერსონალს შეატყობინა, რომ ურჩევნია ოპერაცია მსოფლიოს ჩემპიონატამდე გაიკეთოს, რათა ახალ სეზონს მომზადებული შეხვდეს” – ნათქვამია “ფიორენტინას” წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებაში.