მილანის “ინტერის” ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს ასისტენტობაზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი “არისტოკრატებში” დაბრუნდეს.
“მოურინიოზე ცუდს მხოლოდ შურიანები ამბობენ. მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს. “ინტერში” ყოფნისას, ბურთთან მუშაობას განსაკუთრებით დიდ დროს ვუთმობდით. ჟოზე ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვის და ამას სუფთადაც აკეთებს. მოურინიოს ასისტენტობა “ჩელსიში”? ეს ძალიან მინდა. მეტსაც გეტყვით - ვოცნებობ კიდეც. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის მხარდამხარ მუშაობაზე უკეთესი რა უნდა იყოს?”, - განუცხადა მატერაციმ Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ მატერაცი მოურინიოს ხელმძღვანელობით “ინტერში” თამაშობდა.