კალათბურთი

16:25 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის ბედი “ქუთაისი-2010”-ის ყოფილმა კალათბურთელმა გადაწყვიტა

უაღრესად დაძაბული გამოდგა მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში “არმია” – “ქუთაისი-2010”-ის შეხვედრა. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შეუძლებელი იყო გამარჯვებულის გამოცნობა. ძირითადი დროის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე, “ქუთაისი” ერთი ქულის სხვაობით 68:67 იგებდა. ამ დროს “ქუთაისი-2010”-ის ყოფილმა უკანახაზელმა თეიმურაზ ბაბუნაშვილმა, რომელიც ამჟამად “არმიაში” თამაშობს, ზუსტი სამქულიანი გამოიყენა და ძალოვნებს უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა “ქუთაისი-2010”-ის მძიმე ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ დააგროვა. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე, რომელმაც თანაგუნდელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი 19 ქულა დააგროვა.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “მიხარია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. მიუხედავად ბევრი შეცდომებისა, ჩემი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. ვეცდებით, რომ მომავალში ეს შეცდომები გამოვასწოროთ. ბოლო ტურში კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი გველის “სოხუმის” გუნდთან.”

მედეა მხეიძე (“ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ვულოცავ “არმიას” ამ გამარჯვებას. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მეორეში ვეღარ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით. მატჩის ბედი ერთადერთმა სამქულიანმა გადაწყვიტა. კარგი იყო მოგვეგო, მაგრამ არაუშავს, ცხოვრება გრძელდება და ვეცდებით, რომ ქუთაისში ამ წაგებისთვის რევანში ავიღოთ. გუნდის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის, რევაზ დიდიას ტრავმამ, რომლის შემცვლელიც არ მოიძებნა გუნდში და ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტიც იყო.”

ამჟამად მიმდინარეობს “ოლიმპისა” და “სოხუმის” შეხვედრა.

 

 

ქ. თბილისი არმია 70 - 68 ქუთაისი 07.12.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
არმია 19 16 13 22 70
ქუთაისი 17 18 19 14 68
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 16:56 2 2 100 1 3 33.3 1 2 50 0 2 2 0 2 1 0 0 8
5 ზვიად ბაბიაშვილი 06:03 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 0
6 ანატოლი ბოისა * 31:41 1 4 25 0 3 0 1 1 100 1 4 5 0 4 3 0 0 3
8 ვაჟა ჯანაშია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე * 24:37 1 2 50 0 1 0 2 2 100 1 2 3 3 3 4 2 0 4
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია * 22:30 6 9 66.7 0 0 0 3 4 75 4 4 8 0 3 4 0 1 15
13 ბექა წივწივაძე * 32:20 2 4 50 2 6 33.3 4 4 100 0 4 4 3 2 2 1 1 14
14 ჟოლივეტ ტუჯანი 21:36 3 6 50 0 0 0 0 0 0 5 4 9 4 0 1 2 0 6
23 გიორგი შარაბიძე * 28:11 6 10 60 0 1 0 5 5 100 4 4 8 0 2 6 0 1 17
33 ტატო ჩაჩიბაია 12:13 0 3 0 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 2 0 1 1 0 3
55 ირაკლი კეიდია 03:53 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 0
2 4 6 0 0 0 1 0 0
21 42 50.00 4 18 22.22 16 18 88.89 17 31 48 12 17 25 7 3 70
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 31:43 1 4 25 1 9 11.1 0 0 0 1 2 3 7 4 2 3 0 5
6 ლევან გრძელიძე 11:16 1 1 100 0 2 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0 2
7 რევაზ დიდია * 14:06 0 4 0 0 3 0 0 0 0 3 1 4 1 1 0 0 0 0
8 ლევან ცეკვავა * 37:01 5 9 55.6 1 4 25 0 0 0 2 0 2 3 3 5 1 0 13
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 02:55 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 1 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე 30:58 6 8 75 2 10 20 6 6 100 3 3 6 0 2 1 2 2 24
14 ავთანდილ ლომინაშვილი 24:47 2 10 20 0 0 0 0 0 0 2 3 5 1 4 2 1 0 4
15 გიორგი ბარბაქაძე * 17:11 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 3 5 8 1 2 2 0 0 3
21 აკაკი დვალიშვილი * 30:03 6 10 60 0 0 0 5 5 100 4 3 7 1 4 0 1 1 17
22 ბექა ქორიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 1 2 0 0 0 1 0 0
21 46 45.65 5 31 16.13 11 11 100.00 20 18 38 16 20 14 8 3 68
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე,დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი 

 

http://superleague.ge-ს სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.254069